www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მუშა
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მუშის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამუშავებული ნედლეულის პოზიციების მიხედვით წარმოების შესაბამისი უბნებიდან მიღება;
** მიღებული ნედლეულის პოზიციების მიხედვით წონების განსაზღვრა და პროგრამაში ასახვა;
** რეცეპტურის მიხედვით, ნედლეულის საბოლოო წონის განსაზღვრა, პროგრამაში დაფიქსირება და ტექნოლოგიური პროცესის დაცვით წარმოების შემდგომი ეტაპისთვის მომზადება;
** ნედლეულზე მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
** სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: sytaff@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru