www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საღამოს მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მანი მუვერსი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

"მანი მუვერსი" აცხადებს ვაკანსიას: საღამოს მოლარე-ოპერატორი

მისამართი: თბილისი, პეკინის სერვის-ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: საღამოს 19:00-დან 23:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ხელფასი: 500 ლარი

პოზიციის მიზანია სერვისცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი საოპერაციო მომსახურების გაწევა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნალური და სხვა გადახდების განხორციელება;
** ელექტრონული საფულეების შევსება და თანხების განაღდება;
** ფულადი გზავნილების გაგზავნა/გაცემა;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლების იდენტიფიკაცია;
** დღიური საბუთების დახარისხება;
** სხვადასხვა ტიპის მონაცემების/ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო
** სამუშაო გამოცდილება: მინ. 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@mm.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ განცხადების სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru