www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება
სამუშაო საათები: 08:00-17:00
ანაზღაურება: 750 ლარი

მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა საწყობიდან ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** საგზურის წარმოება დღის მანძილზე გავლილი კილომეტრაჟის და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა B, C კატეგორიის მართვის მოწმობა
** განათლება: უმაღლესი
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) ფოტოსურათით 3×4 -ზე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru