www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 იანვარი

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ-პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში:

** ვებ ტექნოლოგიები
** მონაცემთა ბაზები
** სისტემური ადმინისტრირება
** ელექტრონიკა
** პროგრამირება
** ტელეკომუნიკაცია
** კომპიუტერული ინჟინერია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის:

** პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორისთვის:

** ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორისთვის:

** ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

ასისტენტისთვის:

** დოქტორანტი;
** მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები:

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** სამართლიანი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** დისციპლინირებული;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** კრეატიული;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV-რეზიუმე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები.
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 27 ნოემბერი 2018 წ.
საბუთების მიღება: 2018 წლის 27 დეკემბრიდან - 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის იანვრის თვე.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 21 იანვარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge | nsulaberidze@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge

ტელ: 032 2377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru