www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ისნის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქციის ვიდეო მონიტორინგი ვიდეოკამერების საშუალებით;
** ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სამსახურისს უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაკვირვების უნარი;

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ისნის ფილიალში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru