www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: დორემი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "დორემი" (https://www.facebook.com/doremi.ge/, http://www.doremi.ge) კარის, ავეჯის, სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** შოურუმის გაყიდვების პროცესის მართვა
** მომხმარებლისგან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება, სალაროს კონტროლი
** შეკვეთების მიღება და მათ შესრულებაზე მუდმივი კონტროლი
** შოურუმში პროდუქციის სრული მერჩენდაიზინგი
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** შემოსულ კითხვებზე პასუხების დაბრუნება, როგორც წერილობითი ასევე სატელეფონო ზარებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. კარების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** რუსულ ენაზე გამართულად წერა და საუბარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა, ექსელის მომხმარებლის დონეზე ცოდნა აუცილებელია
** FINA-ს და 1С-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ასაკი: 20 - 30 წლამდე

საჭირო უნარები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის და ორგანიზებულობის უნარი
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობიანი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@doremi.ge

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru