www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ონლაინ სასწავლო კურსის შექმნასა და გაძღოლაზე
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი"  აცხადებს კონკურსს ონლაინ სასწავლო პროგრამისთვის "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის"  კურსის შექმნასა და გაძღოლაზე.

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" ახორციელებს (CSI) "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC) და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
** სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:

** პროექტის ფარგლებში შეიქმნა  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  (სსო) მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის გაზრდა. ასევე სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
** ამ კამპანიის ფარგლებში უნდა შეიქმნას სამოქალაქო ჟურნალისტიკის ონლაინ კურსი რეგიონული ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის.  კურსის მიზანია ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის ცოდნა და ტექნიკები, რომელიც საჭიროა თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში. კურსმა უნდა მისცეს შესაძლებლობა ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს უფრო მასშტაბურად გაავრცელონ ინფორმაცია, მაქსიმალურად მოიცვან ფართო საზოგადოება და მიიღონ მათი მხარდაჭერა. ეს უნდა იყოს ერთგვარი - ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის.
** ვიდეო-ლექციების კურსი განთავსდება ონლიან სწავლების პორტალზე e-learning.ge.   
** სამუშაო ითვალისწინებს სასწავლო მოდულის შექმნას, ვიდეო ლექციების  ჩაწერაში მონაწილეობას (8-10 ლექცია), სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, ტესტები, განსახილველი ქეისები, დავალებები , ტესტების და სხვა) უზრუნველყოფას და სწავლების პროცესის გაძღოლას (ინტერაქცია სტუდენტებთან, ფორუმში განხილვების და დისკუსიების სტიმულირება და მონაწილეობა, მიმდინარე და საბოლოო შეფასება, სტუდენტების ზოგადი "მენტორინგი"). კურსის ხანგრძლივობაა  2-დან 2.5 თვემდე.
** ტექნიკურ საკითხებზე (ვიდეო ლექციების ჩაწერა, მონტაჟი, კურსის ატვირთვა ონლაინ პორტალზე და ა.შ) პასუხისმგებლობას იტოვებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

საბოლოო პროდუქტი: 
   
** კურსის სილაბუსი (თანდართული ფორმის შესაბამისად);
** კურსის მასალები, რაც მოიცავს საკითხავი ლიტერატურას, ტესტებს, განსახილველ ქეისებს, დავალებებს , ტესტების და სხვა დამატებით მასალას რასაც კურსის მენტორი ჩათვლის მიზანშეწონილად;
** ვიდეო ლექციები.

მოთხოვნები:

** ლექციების კითხვის ან სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კამერის წინ მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2018 წ. 17 დეკემბრის 18:00 სთ-მდე" შემდეგ ელფოსტაზე: temuri@civilin.org  

** რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
** კურსის სილაბუსი;  
** ჰონორარი შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) მოდულის შექმნა და ვიდეო ლექციების ჩაწერა; ბ) კურსის გაძღოლა (2-3 თვე) ;
** შერჩევისას შესაძლოა საპილოტე ლექციის ჩაწერის მოთხოვნაც;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს:

თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru