www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, შპს "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო და სადაზღვევო პროგრამების მართვის განყოფილების შიდა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მიღება მოხდება კონკურსის საფუძველზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ # 12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური (საუბარი, წერა და კომუნიკაცია)
** კომპიუტერის ცოდნა: Microsoft office
** კომუნიკაბელურობა
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი, როგორც ვერბალურად ასევე წერითი ფორმით
** მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** კლინიკურ და/ან სადაზღვევო სფეროში გამოცდილება

სამუშაო აღწერილობა:

** სამედიცინო დოკუმენტაციის კონტროლი (როგორც კლინიკური ასევე დოკუმენტაციის წარმოების წესის კუთხით)
** ანგარიშგება ხელმძღვანელთან
** არასამუშაო საათებში სატელეფონო ზარების მართვა და რეაგირება;
** სამუშაოს პირობები, ანაზღაურება და ბენეფიტები:
** შრომითი ანაზღაურება შეთანხმებით;
** სამუშაო საათები მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@newhospitals.ge და სათაურში მიუთითეთ : მონიტორინგის სპეციალისტი.

წარმოდგენილი CV უნდა გამოგზავნილი იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე, შეიცავდეს ფოტოსურათს, ინფორმაციას სამსახურეობრივი მიღწევების შესახებ და რეკომენდატორის/ების საკონტაქტო ინფორმაციას.

პოზიციაზე არ განიხილება რეზიუმე, რომელიც აღნიშნული საკონკურსო მოთხოვნების დაუცველადაა წარმოდგენილი.

აპლიკაციის ნებისმიერი სხვა გზით: ქაღალდზე წერილობით, სატელეფონო, პირადად და ა.შ. წარმოდგენის შემთხვევაში - აპლიკაცია არ განიხილება.
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ დაუკავშირდეს მხოლოდ კანდიდატების ვიწრო წრეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru