www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ბევრილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "ბევრილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის (HR) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;
** ხარისხი: ბაკალავრის ხარისხი.
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.

მოვალეობები:

** პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა-კონტროლი;
** HR დოკუმენტაციის მოწესრიგება (თანამშრომელთა გათავისუფლების, დანიშვნის და სხვა ბრძანებების ჟურნალების წესრიგში ქონა);
** ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ადმინისტრირება: თანამშრომელთა პირადი მონაცემების სიზუსტის გადამოწმება/კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მონაცემების კორექტირება;
** შემოსული წერილების გადამისამართება ადრესატებთან ანდა უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი პასუხის გაცემა;
** ადმინისტრაციის საჭიროებიდან გამომდინარე საკანცელარიო ნივთების შესყიდვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

სამუშაო განაკვეთი სრული.
კვირაში 6 დღე: 09.00-18.00 საათამდე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კახეთის (აეროპორტის) გზატკეცილი, ქიზიყის ქუჩა N 24.
ხელფასი: 650-800 ლარი (NET).

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bevrili.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება HR მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru