www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: Lime Consulting
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Lime Consulting" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ თქვენ გამოირჩევით ორგანიზებულობით, დეტალების მიმართ ორიენტირებულობით, გაქვთ გამოცდილება საოფისე საქმიანობის მართვის და ფლობთ რუსულ ენას კარგად, მაშინ შემოუერთდით ჩვენს დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის საქმიანი კორეპონდენციის მართვა; უმეტესწილად რუსულ ენაზე;
** შემომავალ ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
** კომპანიისთვის საჭირო ნივთების მარაგების კონტროლი; საკანცელარიო მასალების, სანიტარულ-ჰიგიენური ნივთების, საკვები პროდუქტების შესყიდვების ორგანიზება;
** კომპანიის დოკუმენტაციის მართვა;
** დღესასწაულებზე და დაბადების დღეებზე თანამშრომლებისთვის საჩუქრების ორგანიზება;
** კომპანიის სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება;
** ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** კომპანიის ხელმძღვანელის ასისტირება;
** კორპორატიულ ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიაციო გამოცდილება და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის ძალიან კარგად ცოდნა; (კომუნიკაცია, წერა, კითხვა)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ჩვენ რას გთავაზობთ:

** კარიერულ განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და თბილ კორპორატიულ გარემოს;
** კომფორტულ სამუშაო ატმოსფეროს, როგორც ადგილმდებაორების ასევე უფასო ჩაი, ყავა და ხილის უზრუნველყოფის მხრივ;

სამუშაო საათები: ორშბათი- პარასკევი, 10:00-19:00.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაოთ წარმატებული და განვითარებად IT ბიზნეს სფეროში, გამოგვიგზვანეთ რეზიუმე ჩვენს ელექლტრონულ მისამართზე: hr-tbilisi@limecs.net

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru