www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: adjara.com
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

"Adjara.com" საქართველოში უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს და ყველაზე მსხვილი გასართობი მედია პორტალია, რომელიც აერთიანებს შემდეგ ვებ აუთლეტებს: Adjaranet, Adjara Sport, Esports, Card Player, Cinemania.

ყველაზე სპორტული, ამბიციური და ინოვაციური იდეების დანერგვაზე ორიენტირებული გუნდისთვის (www.adjarasport.com) ყოველდღიურად აქტუალურია ახალი გამოწვევების მიღება და მათ გადაჭრაზე მუშაობა.

ჩვენ ვეძებთ სპორტის მოყვარულ ახალ წევრს, მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ქართულ და მსოფლიო სპორტში მიმდინარე სიახლეების/ტრენდების მონიტორინგი;
** კომპანიის საიტისა და სოც. გვერდის კონტენტის განახლების თაიმლაინების მონიტორინგი;
** გუნდთან ერთად ახალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპორტული მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სპორტის ძირითადი სახეობების სამოყვარულო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა).

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და გუნდურ ატმოსფეროს;
** განვითარებაზე ორიენტირებულ თანაგუნდელებს;
** საინტერესო და რთულ სამუშაოს, ახალი გამოწვევებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტორონულ მისამართზე career@adjara.com; განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები რომლებიც სათაურის ველში მიუთითებენ ვაკანტური პოზიციის დასახელებას, გადმოგზავნილ დოკუმენტებს ეწერებათ სახელი და გვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru