www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

სსსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული)

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა; სასურველია უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point)
** სწავლების უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული ძირითადი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში დავალებების შესრულების უნარი;
** თვითრეფლექსიისა და ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენისა და ინფორმაციის გადაცემის) უნარი.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
** სამოტივაციო წერილი 1-1,5 გვერდი (მნიშვნელოვანია, სამოტივაციო წერილში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, თუ როგორ პასუხობს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას)
** 2 წერილობითი რეკომენდაცია, სადაც ასევე მითითებული იქნება რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ დაადასტურონ კანდიდატის შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

სტატუსი: სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტი

სამუშაოს აღწერილობა:

** სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
** სასწავლო პროცესის შეფასების მიზნით სემესტრის განმავლობაში ლექციებზე (მათ შორის სადემონსტრაციო ლექციებზე) დასწრება და შესაბამისი ოქმების მომზადება;
** სასწავლო პროცესის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავება;
** ფოკუს-ჯგუფების ჩატარება აკადემიური პროგრამების ფარგლებში და შესაბამისი ანგარიშების მომზადება (სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან);
** სტუდენტური გამოკითხვების ანალიზი და შეფასება;
** აკადემიური პროგრამების მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით განმავითარებელი სტრატეგიების დასახვა პროგრამაში ჩართულ აქტორებთან თანამშრომლობის გზით (აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია)
** შესაბამისი პროგრამების მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და განვითარების მიზნით;
** აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების ამსახველი რეპორტების შეგროვება და ანალიზი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 29 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სასწავლო პროცესის შეფასებისა და განვითარების სპეციალისტი

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
2. გასაუბრება - კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან;

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სადაც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გასაუბრების სავარაუდო თარიღია: 2019 წლის 15-18 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru