www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

შპს "ევერესტი 2010" - კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია - აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** ქალაქისა და სავაჭრო ქსელის კარგად ცოდნა.
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** რუსულის ცოდნა
** პირადი ავტომობილი
** საგარანტიო ქონება, უძრავ-მოძრავი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** გუნდურობა
** ახალი სავაჭრო ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV, ფოტოსთან ერთად, შემდეგ მისამართზე: gtc@dsl.ge 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru