www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: CRDC
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრი" (CRDC) აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

(CRDC) საკუთარ საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს. ტრენინგ ცენტრი და პროექტები. ტრენინგ ცენტრი, პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით, დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლებას ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, ფსიქოლოგიის და სხვა მიმართულებებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა;
** პროექტების ინიცირება და მხარდაჭერა;
** ანგარიშგებების მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებებით);
** სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი (სასურველია გაყიდვების ან/და პროექტების მართვის მიმართულებებით);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინ. B1 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინიციატივიანი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი.

ჩვენი შეთავაზება:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით);
** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** ანაზღაურება: დარიცხული (Gross) 500 + ბონუსები შესრულებული სამუშაოების (შედეგების) მიხედვით;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ახალი კონტაქტები, საინტერესო პროექტები და თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად) 29 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე contact@crd.ge, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროექტების მენეჯერი".

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება (2 ეტაპიანი)

განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს გელოდებით ჩვენს გუნდში!

დაკავშირება მოხდება შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru