www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღების მორიგე თერაპევტი - ბორჯომი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას მიმღების მორიგე თერაპევტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბორჯომი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი."
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმღებში - პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ტრიაჟი, პროცესის ორგანიზება;
** მკურნალობის პროცესის მონიტორინგი და ინფორმაციის ქონა არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
** პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** მინიმუმ 3 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბორჯომი - მიმღების მორიგე თერაპევტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru