www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Labline
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს ადგილობრივ წარმოებას და ამარაგებს ესთეტიკურ ცენტრებს, სავაჭრო ობიექტებს, კვების ობიექტებს და სხვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს
** კონკურენტულ ხელფასს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნებია:

** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ.
** ასაკი: 21 წლიდან 35 წლამდე
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** აუცილებელი პირობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

სამუშაო გრაფიკი: სრული- 10:00- 19:00
გამოსაცდელი პერიოდი- 2 თვე.

ანაზღაურება შეადგენს: გამოსაცდელ პერიოდში ფიქსირებულ 500 ლარს, ხოლო შემდგომ - 600 ლარს.
საკუთარი ტევადი და ეკონომიური ავტომობილის ყოლის შემთხვევაში: ცვეთის ხარჯს ფარავს კომპანია, (ზეთი, სამუხრუჭე ხუნდები, საბურავები) ხოლო ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 15-20 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru