www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

"დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ასაკი 25-დან 40 წლამდე;
** მაღაზიის მენეჯერის, ადმინისტრატორის ან მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel, internet);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მართვა და კონტროლი;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პრომო აქციების (ფასდაკლებისა და ა.შ.) მიმდინარეობის მონიტორინგი;
** საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, სალაროს მუშაობისა და აღწერის მონიტორინგი;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** დამტკიცებული პროცედურების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის/ხელმძღვანელობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: cv@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი". კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru