www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების/ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Swoop.ge
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

ონლაინ შოპი "Swoop.ge" ახალი ინვესტიციების დახმარებით გეგმავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ბიზნესის განვითარებას. "Swoop.ge" -ში ვიწყებთ ახალ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებს, რისთვისაც გვესაჭიროება გუნდის ახალი წევრი - კლიენტთა მომსახურეობის (ქოლ-ცენტრის) ოპერატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტებისა და სერვისების შესწავლა
** დაინტერესებული მომხმარებლისათვის კონსულტაციების გაწევა სასურველი პროდუქტის ან სერვისის მახასიათებლების შესახებ
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, რეგისტრაციის, ყიდვის, განვადებისა და კომპანიის სხვა პროცედურებთან დაკავშირებით
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო და საძიებო მომსახურების გაწევა
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
** სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული, უშეცდომო მეტყველება
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის გამართული ცოდნა
** იდენტურ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა
** სასურველია ონლაინ მაღაზიასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში

უნარები:

** კომუნიკაბელური და თავდაჯერებული
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** შრომისმოყვარე
** სტრესულ სიტუაციაში ლავირებისა და სიტუაციის მართვის უნარი

სამუშაო საათები: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი შეთანხმებული განრიგით

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნებში თქვენ დაგახასიათეთ, თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება და ახალგაზრდულ, მეგობრულ გუნდში მუშაობა - გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@swoop.ge და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru