www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.argo.ge

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სტრუქტურული ერთეული: გაყიდვების დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტების რაოდენობის გაზრდა;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** პროდუქციის თაროზე განლაგება განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
** თაროზე წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი;
** შეკვეთების ასახვა სისტემაში;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებისა და ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
** აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისეილერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru