www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.argo.ge

ადგილმდებარეობა: თბილისი
სტრუქტურული ერთეული: გაყიდვების დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია[-მოვალეობები:

** პროდუქციის უსაფრთხოდ და დროულად გადაზიდვა სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოს შორის;
** ქსელში გასვლამდე დატვირთული მანქანის ვიზუალური დათვალიერება/შემოწმება;
** პროდუქციის ჩამოტვირთვა/დატვირთვის სამუშაოებში მონაწილეობა;
** ნაშთის კონტროლი ბორტზე;
** პრისეილერთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** ობიექტებიდან თანხის აღება და კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე ან/და სალაროში თანხის შეტანა;
** გადაადგილების დროს ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში დროული ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელის ან/და ტრანსპორტის სამსახურის მენეჯერისთვის და მითითების შესაბამისად მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია "BC" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება.
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru