www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

კერძო დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების წინსვლასა და განვითარებაზე. ანხორციელებს მათ პროფესიონალურ გადამზადებას, რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას და გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა (4 საათიანი დასვენებით - ძილი)
ანაზღაურება: 250-500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი - 20 წლიდან;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზრდილობიანი და კულტურული
** დისციპლინირებული
** ლოიალური
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული
** დასაცავი ობიექტები მდებარეობს ქ. თბილისის შემდეგ რაიონებში:
** ისანი-სამგორი, ძველი თბილისი, ვაკე-საბურთალო, გლდანი-ნაძალადევი, ჩუღურეთი.

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს 2018 წლის 29 ნოემბრიდან 2018 წლის 29 დეკემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV სასურველია ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com ; წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მცველი" და თქვენი სახელი, გვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru