www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: OutFlat
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

კომპანია "OutFlat" არის ინოვაციური საინვესტიციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უძრავ ქონებაზე. "OutFlat" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება დეველოპერულ კომპანიაში, ან სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიებში დაგროვილ გამოცდილებას.
** განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული მარკეტინგის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** Photoshop-ის, InDesign-ის და სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი პროგრამების განხორციელება;
** ინტეგრირებული მარკეტინგის კომუნიკაციის სრულად დაგეგმვა; სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და კრეატიული სამუშაოს - სარეკლამო კონცეფციების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება
** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის, სტრუქტურისა და შინაარსის მართვა;
** სოციალური გვერდების მართვა (Facebook, Twitter, Linkedin)
** რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ჩატარების ორგანიზება და მართვა
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების მომზადება/წარდგენა მენეჯმენტისთვის;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიული
** აქტიური
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ორგანიზებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,10:00-18:00 საათამდე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიღომი
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: davit.dvalishvili@gmail.com და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru