www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში (კაიროს ქ.).

დასტა რექორდს მენეჯმენტი ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

** მცირე სარემონტო სამუშაოების წარმართვა და შენობაში არსებული უსაფრთხოების სისტემების გეგმიური შემოწმება
** სამშენებლო კომპანიებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** მარაგების შესყიდვა
** მცირე ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტროობისა და გათბობა/კონდიცირების სისტემების მართვის ცოდნა საბაზისო დონეზე
** მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი მანქანა - სავალდებულოა
** სასაუბრო დონზე ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულოა
** ექსელის ცოდნა - სავალდებულოა

პიროვნული მახასიათებლები:

** მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
** ხელმარჯვე ოსტატი
** პრობლემების გადაჭრისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დასტა გთავაზობთ:

** საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას;
** მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2018 წლის 27 დეკემბრამდე ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru