www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი, ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Prime Line
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

გერმანულ-ქართული კომპანია "Prime Line Group (PLG)" დაარსდა 2013 წელს. კომპანია არის გერმანული ფარმაცევტული კომპანია Dr. Wolz ის ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელმაც ევროპულ ფარმაცევტულ სივრცეში მოღვაწეობს 1969 წლიდან.

კომპანია Dr. Wolz არის გერმანიაში პრემიუმ ხაზის ფარმაცევტული პროდუქტების და საკვები დანამატების მწარმოებელი. კომპანიაში დანერგილი უნიკალური ტექნოლოგით-საფუარა უჯრედებში ფერმენტაციით, მიიღება ნატურალური და მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატები. პრეპარატებს კლინიკური კვლევები ჩატარებული აქვთ ფრაებურგისა (გერმანია) და უტრეხტის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის ბაზებზე.

კომპანია PLG ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა იტალიური კომპანიების ESI, Buona და ესპანური კომპანია SoriaNaturales წარმომადგენელი საქართველოში. ყველა ამ კომპანიას აერთიანებს ის, რომ თითოეული მათგანი ფლობს მხოლოდ ერთ საწარმოო ხაზს ევროპაში და აწარმოებენ მაღალი ხარისხის , ნატურალურ საფუძვლებზე დამზადებულ პრეპარატებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/PLGpharmaceutical/

განიხილება მხოლოდ საუკეთესო შედეგების და მონაცემების მქონე კანდიდატები!

1. ჯგუფის ხელმძღვანელი

** აუცილებელია ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ჩამოთვლილი სამედიცინო მიმართულებებში მუშაობის გამოცდილება: ენდოკრინოლოგია, ჰემატოლოგია

2. სამედიცინო წარმომადგენელი

აუცილებელია წარმომადგენლად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება

ორივე ვაკანსიის საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო ვალდებულებები:

** ვიზიტების დაგეგმვა ექიმებთან
** გაყიდვებთან დაკავშირებით სტრატეგიის შემუშავება და პასუხისმგებლობა
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/პრეზენტაცია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** პროდუქციის დანერგვის უნარ-ჩვევები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

საწყისი ხელფასი ჯგუფის ხელმძღვანელის - შეთანხმებით.

წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულების მომენტიდან წარმომადგენლის საორიენტაციო ხელფასი იქნება 1500 ლარი. (საწყისი ხელფასიდან 1500 ლარამდე ხელფასის ზრდა მოხდება ეტაპობრივად წარმომადგენლის ეფექტურობის შესაბამისად).

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), შემდეგ ელ. მისამართზე: i.kipiani@iset.ge

მიუთითეთ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით CV-ს. (ვაკანსია 1 და ვაკანსია 2). (მითითების გარეშე CV არ განიხილება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru