www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სკოლა
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

სკოლა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 17:00)
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებისა და დატვირთვის გათვალისწინებით (700-დან 1300 ლარამდე)

ძირითადი პასუხისმგებლობები

** შეიმუშაოს სკოლის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გეგმა, სოციალური მედიის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები და სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოახდინოს მათი იმპლემენტაცია;
** შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად დაგეგმოს, განახორციელოს და მონიტორინგი გაუწიოს წინასწარ განსაზღვრულ აქტივობებს;
** ჩაერთოს სკოლისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვაში: ღია კარის დღე, პირველი სასწავლო დღე და ა.შ.
** უზრუნველყოს სკოლაში განხორციელებული ღონისძიებებისა თუ აქტივობების დროულად და ხარისხიანად გაშუქება როგორც სოციალური ქსელით, ისე პრესისა თუ მედიის საშუალებით;
** უზრუნველყოს მასმედიასთან კომუნიკაცია;
** უზრუნველყოს სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან ინდივიდულური შეხვედრები და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** უზრუნველყოს სკოლის ვებ გვერდისა და Facebook გვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციის დროულად განახლება;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სასურველია შესაბამის დარგში) თუმცა მთავარია გამოცდილება ამ სფეროში.
** ენების ცოდნა: სავალდებულო - ინგლისური ენის კარგი სამეტყველო და წერითი უნარები; სასურველია - რუსული ენის კარგი სამეტყველო უნარი.
** სამუშაო გამოცდილება: სოციალურ ქსელში მუშაობის გამოცდილება (Facebook, Twitter, etc.);
** საოფისე პროგრამების სრულფასოვანი ცოდნა;
** სასურველია ფოტო და ვიდეო ფორმატირების პროგრამების ფლობა.

უნარები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის დახვეწილი უნარ-ჩვევა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** შემოქმედობითობა;
** ორგანიზებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე: m.nozadze.2018@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru