www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

პოზიცია: დაცვის თანამშრომელი

დაცვის მოვალეობები:

** სამუშაო ადგილზე შესასვლელ-გასასვლელის კონტროლი, რაც გულისხმობს ობიექტის ტერიტორიაზე შემომსვლელებზე და გამსვლელებზე დაკვირვებას, შესაბამისად არასტანდარტული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირება;
** უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, სახანძრო, კამერები და სხვა მათ შორის ელექტრონული სისტემების) მართვა, კონტროლი;
** ხანძრის, ძარცვის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, სათანდო რეაგირების მოხდენა;
** ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის შემოვლა, შესაბამისად არასტანდარტული მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა;
** ხელმძღვანელების დავალებების, ბრძანებების, ინსტრუქციების (დავალებები და ბრძანებები, ინსტრუქციები რომელიც ეხება დასაქმებულის სამუშაოს) შესრულება;

მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება დაცვის პოზიციაზე
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR@thearthouse.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru