www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სამშენებლო და სხვა მძიმე ტექნიკის რეალიზაციისა და სერვისის დარგში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების შეკვეთების მიხედვით პროდუქციის მოძიება, საჭიროების შემთხვევაში მსგავსი/ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
** სათადარიგო ნაწილების გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი: ხელშეკრულების მომზადება, პროდუქციის შეკვეთა და ა.შ.
** ადგილობრივი ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** კლიენტებთან ვიზიტები, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
** კომპანიის პარტნიორ ბრენდებთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობის კოორდინაცია;
** ყველა ის მოვალეობა, რაც სერვისის სათადარიგო ნაწილების სამსახურის შეუფერხებელი მუშაობისთვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სატვირთო და მძიმე ტექნიკის მახასიათებლების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** სავალდებულოა ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, რომ კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სისხარტე;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 1,000 ლარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვისის სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru