www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არა სიცოცხლის ზარალების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არა სიცოცხლის ზარალების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტო ზარალების დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება (შემთხვევის ადგილზე გასვლა) და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი, კლიენტის განაცხადი, საპატრულო ცნობა და სხვა) მოძიება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შეთხვევაში პრობლემის მოგვარება;
** დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალების ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
** დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია, (ცვეთა, ფრანჩიზა და სხვა.) შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული) მომზადება;
** ავტო ზარალებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამის ფორმაში ასახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა (რუსული და ინგლისური);
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია და სულ მცირე მართვის ორ წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიზის უნარი;
** გუნდურობა;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 30 დეკემბრისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru