www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული იურისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 14 დეკემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული იურისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის იურიდიული საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტებისა და სადაზღვევო პროგრამების იურიდიული ექსპერტიზა და კომპანიიდან გასულ დოკუმენტაციაზე სამართლებრივი ზედამხედველობა;
** კომპანიის საკანონმდებლო სიახლეებით უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** დირექტორების მიერ დაკისრებულ დავალებათა შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის საქმიანობასა და ინტერესებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება და ვიზირება კომპანიის შიდა საქმიანობისათვის;
** სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სამეთვალყურეო საბჭოსთვის დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა:
** სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრის ოქმის შექმნა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორაციული იურისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 დეკემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru