www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ბროქემ გეორგია
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

ფარმაცევტული კომპანია "ბროქემ გეორგია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში, აჭარისა და იმერეთის რეგიონში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან ყოველდღიური ვიზიტების წარმოება
** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ამაღლება
** პრეზენტაციების დაგეგმვა-ორგანიზება
** რეგულარული ანგარიშების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაცია და ანალიტიკური აზროვნება
** დროის სწორად მართვა
** გუნდური და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას.
გთავაზობთ სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე brochemgeorgia@gmail.com და საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru