www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ქუთაისი
მომწოდებელი: თანამ. სამედიცინო ტექ. დასავლეთის რეგ. ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

"თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, კერძოდ სამედიცინო დანიშნულების სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესყიდვების კუთხით.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** ანალიზი, ფასების მოკვლევა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ბაზების მუდმივი განახლება;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების პერიოდული აღწერა, აღრიცხვა;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
** განყოფილებებზე მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების დროული მიწოდების მონიტორინგი;
** აფთიაქსა და განყოფილებებში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ორ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები და ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** თავაზიანი;
** აქტიური, ენერგიული
** კომუნიკაბელური;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** დაკვირვებული;
** გუნდური;

მიღების პროცედურა:

1. საბუთების პირველადი გადარჩევა
2. ტესტირება
3. გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი СV ელექტრონულ ფოსტაზე: giagrdzelidze71@gmail.com, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 27 80 87



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru