www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

კომპანია,  რომლის პროდუქტს წარმოადგენს ელექტრონული შესყიდვების მართვის ახალი, თანამედროვე პლატფორმა, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, არსებულის შენარჩუნება/მოტივირება.
** არსებული ბაზრის  კვლევა (თანამედროვე, კონკურენტული ბაზრის ტენდენციების განსაზღვრა);
** კომპანიის პროდუქტის შესახებ პრეზენტაციების დაგეგმვა, მომზადება და წარდგენა აუდიტორიასთან (მომხმარებელთან);
** კონკურენტების მუდმივი შესწავლა;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლება, პროდუქტის სწორი პოზიციონირება ბაზარზე და მომხმარებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედება, სწორი მარკეტინგული კამპანიებით.
** არსებულ მომხმარებელთან უშუალო/დროული კომუნიკაცია, მომხმარებლის ნდობის მოპოვება. მომხმარებლის მოთხოვნებსა და კომპანიის პროდუქტის შესაბამისობაში GAP-ის აღმოფხვრა.
** მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინება და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება.
** უკმაყოფილო მომხმარებლების ბაზის შექმნა და მათზე სწორი პოზიციონირება.
** SPA.ge ან მსგავს პროგრამაში მუშაობა.
** "საქართველოს კანონის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" შესწავლა და დროდადრო კანონში შესული ცვლილებების გადამოწმება.
** მომხმარებელთა ბაზების წარმოებისთვის ექსელში მუშაობა.
** რეგულარული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** ბიზნეს წერილების წერა, როგორც არსებულ მომხმარებელთან, ასევე, პოტენციურთან (შესაძლოა, პოტენციური შესაძლოა იყოს უცხოენოვანი)
** კომპანიაში მომუშავე გაყიდვების მენეჯერის ნიშა - მაქსიმალურად კმაყოფილი მომხმარებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული თავისუფლად (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
** ანალოგიურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, აქტიურობა; 
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

კომპანია გთავაზობთ:

** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს, ასევე, პროფესიული ზრდის/განვითარების შესაძლებლობას.
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ადგილმდებარეობა: ვაკე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners4@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru