www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (http://www.hrpartners.ge/), კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შეკვეთა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ახალი პროდუქციის მოძიება;
** შეკვეთის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** გამოწერილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ფასების კონტროლი;
** ანგარიშგებების მომზადება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ან/და უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის კარგად ცოდნა;

გთხოვთ,დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners1@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru