www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრიბა
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** პორტფელში არსებულ მსესხებლების მოძიება და დამუშავება
** მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში, პრობლემური აქტივების მართვაში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ და აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი. 10:00-14:00

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: jobs@triba.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru