www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 დეკემბერი

სს "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ვაკანსიის რაოდენობა: 1

გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2018 - 31.12.2018-მდე.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

მიზანი:

პროდუქტების და კომპანიის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით პოტენციური/არსებული დარღვევების დროული გამოვლენა.

ამოცანები:

** ხარისხის კონტროლის მექანიზმების და სისტემების განვითარება;
** ხარისხში პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
** ხარისხის მხრივ არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება.
** ფუნქცია მოვალეობები:
** ყურძნის ხარისხის, ღვინის წარმოების და შენახვის, წარმოების სივრცეების და დანადგარების ხარისხის კონტროლის მეთოდების და მიდგომების დახვეწა-განვითარება.
** უცხოური და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა ხარისხის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით.
** წარმოებაში გეგმიური და წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და ხარისხის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი.
** ვენახის მოვლის კონტროლი, შერჩევითი საკონტროლო ვიზიტების განხორციელება და პრობლემების გამოვლენა.
** რთველის პროცესის მონიტორინგი და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
** ლაბორატორიული ანალიზების შედეგების გაცნობა, დარღვევებზე რეაგირება.
** კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა
** HACCP -ის გუნდის ორგანიზება და მართვა.
** ახალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მანქანა დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი, რეცხვა-დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი. პრობლემების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
** საწარმოში არსებული ხელსაწყოების სასწორების, თერმომეტრების და ა.შ. მუშაობის სიზუსტის კონტროლი, შესაბამისი მონაცემთა ჩანაწერების წარმოების კონტროლი.
** მიღებული დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლი ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი ფორმების წარმოება და მათი გამოსასწორებელი გზების გატარების კონტროლი.
** საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის და სინათლის კონტროლი, უცხო პირთა შესვლის კონტროლი.
** საბოლოო პროდუქტების ვიზუალის, დიზაინის შემოწმება და დარღვევების გამოვლენა.
** ჩამოსხმული პროდუქციის შენახვის პირობების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
** წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი. წარმოების შემდგომ დანადგარების რეცხვის და წმენდის სტანდარტების დაცვის კონტროლი
** პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი
** ოქმების შედგენა ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე და წარდგენა ხარისხის მართვის და განვითარების საბჭოზე

პასუხისმგებლობები:

** ხარისხის კონტროლის არასათანადო და გაუმართავი მექანიზმების შედეგად გამოწვეულ ზიანზე;
** წარმოებაში არსებული პრობლემების ვერ ან გვიან გამოვლენით მიღებულ ზარალზე;
** გამოვლენილ დარღვევებზე არაადექვატური რეაგირებით მიღებულ ზარალზე;
** გამოვლენილი პრობლემების შესახებ თანამშრომლებისათვის დაგვიანებული/არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ ზარალზე;
** დაკისრებული ფუნქციების არასრულად, არასათანადო ხარისხით, არადროულად შესრულებაზე;
** ხელმძღვანელობისათვის ან სხვა ერთეულისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის დაგვიანებით, არაზუსტად მიწოდებაზე;
** კომპანიისათვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციი გადაცემაზე და ამით წარმოქმნილ ზიანზე;
** მის განკარგულებაში ან სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების არასათანადო ექსპლუატაციაზე, უდიერად მოპყრობაზე, გაფლანგვაზე;
** დასახული მიზნის მისაღწევად წინასწარ დაგეგმილი, განსახორციელებელი აქტივობების შეუსრულებლობაზე;
** შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესის თუ საქართველოს კანონმდებლობით დარღვევაზე და ამით გამოწვეულ ზიანზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლიდან 40 წლის ასაკამდე.
** მინიმალური განათლება: უმაღლესი
** აღნიშნულ სფეროში ანალოგიურ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება: 1 წელი (სასურველია ღვინის ან კვების მრეწველობის სფეროში)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, Outlook, PowerPoint, Internet
** დეტალებზე ორიენტირებული, გაწონასწორებული, არაკონფლიქტური და შრომისმოყვარე.
** ISO-ს მართვის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV /რეზიუმე გამოაგზავნოთ 2018 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ მისამართზე: tchokhonelidze@tbilvino.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე (599) 24 22 64; ტელ: 265 33 82.
მის: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 2



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru