www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (http://www.hrpartners.ge/), კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** საღამოების/ივენთების/პრეზენტაციების ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** კომპანიის სოციალური მედიის სტრატეგიაზე მუშაობა;
** პრეზენტაციების და სხვადასხვა სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების შესწავლის მიზნით;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა;
** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
** მომხმარებელთა მოზიდვისადა გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (PR, მარკეტინგი და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგსა და/ან PR- ში,სასურველია კვებისა და სასმელების სფეროში
** MS პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners1@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru