www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კატეგორიის მენეჯერი ესაჭიროება საქართველოში წამყვან საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელს.

ძირითადი მოვალეობები:

1. აქციების ორგანიზება:

** მომწოდებლებთან შეთანხმებით ყოველთვიური აქციების დაგეგმვა;
** სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება;
** სააქციო ფასების განსაზღვრა.

2. საბაზისო და სააქციო ფასების ყოველდღიური მონიტორინგი;
3. ბაზრის კვლევა:

** კონკურენტების ანალიზი;
** ფასების მონიტორინგი;
** ბაზრის ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება.

4. პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა და ახალი პოზიციების ძიება;
5. პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა;
6. ყველა მაღაზიისთვის კატეგორიის მერჩენდაიზინგი;
7. კატეგორიის, პროდუქტებისა და მომწოდებლების მიხედვით გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საცალო, ან/და საბითუმო გაყიდვების სფეროში.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-დან 17:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში);
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კატეგორიის მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru