www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (http://www.hrpartners.ge), კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით,  აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ვაკანსიის დამკვეთი ორგანიზაცია არის HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება) სისტემების ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომლის  პარტნიორები არიან "არისტონი", "დაბი", "შაფუტო" და სხვა მსოფლიო მასშტაბის ბრენდები.

ანაზღაურება: 500 ლარი.

მოვალეობები:

** ორგანიზაციისათვის სერვისების ან საქონლის შესყიდვა (ძირითადად გათბობა-ვენტილაციის და მასთან დაკავშირებული პროდუქცია.)
** საქონლის მომწოდებლის შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მოწოდებული საქონლის ფასი, ხარისხი, რაოდენობა, მომწოდებლის დისტრიბუციული შესაძლებლობები,  მომწოდებელი კომპანიის ისტორია და რეპუტაცია.
** შესასყიდი საქონლის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (ტექნიკური შესაძლებლობები, ფასი, მოთხოვნა, გასაყიდად არსებული რაოდენობა)
** სხვადასხვა მომწოდებლებისგან შემოთავაზებული საქონლის ფასის თუ  სხვა სახის ფინანსური ინფორმაციის ანალიზი
** პოტენციურ მომწოდებლებთან საქონლის ოპტიმალურ ფასად შესყიდვის მიზნით  მოლაპარაკების წარმოება და კონტრაქტის გაფორმება
** შესყიდული საქონლის შესახებ ელექტრონული ბაზების მონიტორინგი
** შესყიდული საქონლის  დათქმულ  ვადებში მოწოდების მონიტორინგი  
** მიღებული საქონლის  ხარისხის მონიტორინგი
** შესყიდვების და სხვა სახის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B2-ის დონეზე
** თურქული ენის ფლობა მინიმუმ B1-ის დონეზე
** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** HVAC-ის სისტემების შესახებ ბაზისური ცოდნის ფლობა
** MS Office-ის პროგრამების მინიმუმ დამწყებ საფეხურზე ფლობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy.hrpartners3@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა.  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru