www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე - HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება) სისტემების კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია განკუთვნილია აქტიური, მოტივირებული, მიზანმიმართული, კომუნიკაბელური პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ კარიერული განვითარება გაყიდვების სფეროში. პოზიცია საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები საქართველოში არსებულ წამყვან თუ დამწყებ კომპანიებთან.

პოზიციის მიზანია: კორპორატიული გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ამა თუ იმ პროდუქტის სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და პოტენციური მომხმარებლისთვის კორპორატიული შეთავაზებების გაკეთება; 
** მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ტაქტიკის განსაზღვრა და შემუშავება; 
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივ რეჟიმში განახლება;
** საქმიანი კომუნიკაცია (ზეპირი და წერილობითი) პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, ბიზნეს-პარტნიორებთან; 
** პრეზენტაციების მომზადება;
** ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული თავისუფლად (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
** ანალოგიურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, აქტიურობა; 
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners4@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru