www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვემდე

ამოცანები:

** კონტროლის მექანიზმების და სისტემების დანერგვა/განვითარება;
** პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
** არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება;

სამუშაო ფუნქციები:

** შრომის პირობების ინსპექტირება;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/შესრულების კონტროლი;
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და მენეჯმენტთან წარდგენა;
** შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** OHSAS 18001 სტანდარტის (სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** OHSAS 18001 სტანდარტის და სახელმძღვანელოების/ინსტრუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
** საშიშროებების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
** რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
** შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თანამშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
** პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
** კომპანიის შენობა-ნაგებობების უზრუნველყოფა გამაფრთხილებელი ნიშნებით საჭიროებისამებრ;
** კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** პირველადი დახმარების ყუთებით კომპანიის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე;
** ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
** ხელმძღვანელობის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
** სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
** თბილისის და რეგიონის მასშტაბით გეგმიური და წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** განათლება ტექნიკური მიმართულებით
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების (სასურველია სერტიფიცირებული) გავლას მიენიჭება უპირატესობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე დაკვირვების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტური;
** მოტივირებული და ორგანიზებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru