www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი/ელექტრიკოსი - ბათუმი
მომწოდებელი: არზო
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

ავეჯის მასალების და აქსესუარების კომპანია "არზო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი/ელექტრიკოსის პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების გამოცვლა;
** საწარმოო დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების პრევენციული მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** საწარმოო დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების საექსპლოატაციო პირობების დაცვა;
** უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა;
** საჭიროებისამებრ, სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ელექტრიკოსს სასურველია გააჩნდეს მესამე ან მეოთხე დონის ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი (CV) რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@arzo.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი/ელექტრიკოსი".

კომპანია "არზო"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არზოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru