www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Professional Legal Consulting
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

კომპანია "Professional Consulting" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ სამუშაო გრაფიკს არჩევით:

** სრული განაკვეთით;
** ნახევარი განაკვეთით;
** ასევე სტუდენტებისათვის მოქმედებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** დებიტორებთან შეთანხმება გადახდის პირობებზე
** დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
** დავალიანების დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

** განათლების ნებისმიერი ხარისხი.
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლასა და განვითარებას;
** თქვენთვის მისაღებ ანაზღაურების საბონუსე სისტემას:
** სრულ განაკვეთზე საშუალოდ გამომუშავება 300-700 ლარის ფარგლებში.
** ნახევარ განაკვეთზე საშუალოდ გამომუშავება 200-400 ლარის ფარგლებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული განკვეთისათვის - ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00;

ნახევარი განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი:

** დილის განაკვეთი - 10:00-14:00;
** შუადღის განაკვეთი - 14:00-18:00;

ნახევარი განაკვეთის მსურველთათვის ასევე შესაძლებელია სხვა გრაფიკის ინდივიდუალურად შეთანხმება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სულხან ცინცაძის 12

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ: ავტობიოგრაფია-CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა - 2019 წლის 3 იანვარი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru