www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 3 დეკემბერი / განცხადების ვადა: 3 იანვარი

ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა
** პროდუქციის მენეჯერად, მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ფლობა - სასაუბრო, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის საჭირო დონეზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** კონკურენტული ბაზრის კვლევა/ანალიზი,
** პროდუქტის დეტალური და ამომწურავი შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
** ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
** საპრომოციო მასალების მომზადება
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდები, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
** წარმომადგენლების, ფარმაცევტების, ექიმების ტრენინგი
** ტესტირებების მომზადება, ჩატარება და კვალიფიკაციის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა
** ბაზრის მარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგული კვლევების დიზაინი, ჩატარება და მონიტორინგი
** საპრომოციო და მარკეტინგული აქტივობების, ღონისძიებების დამუშავება და დანერგვა.

პიროვნული უნარჩვევები:

** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები საქმის მიმართ, კრეატიული აზროვნება და პრობლემების გლობალური ხედვის უნარი
** სტრატეგიული დაგეგმვის, სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სამუშაო პროცესის მიმართ
** დროის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე
** გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარ-ჩვევები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ადაპტირებისა და მათი მართვის უნარი
** სწრაფი ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
** საგამოცდო პერიოდის შემდეგ, ანაზღაურება მზარდი, ფიქსირებული ხელფასი + პრემია რომელიც განისაზღვრება ყოველთვიური და კვარტალური გეგმების შესრულებისას
** სატრანსპორტო ხარჯისა და სატელეფონო ხარჯის ანაზღაურება
** სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: officemedigroup@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru