www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: West East Travel
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

შპს "ვესტ-ისტ თრაველ" (KTM Team Georgia) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი.
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში.
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და პროგრამაში ასახვა.
** ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი, პროგრამაში ასახვა.
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება.
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება, სხვადასხვა სახით.
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბუღალტრული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (სასურველია ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამასთან (FINA) მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი;
** მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და წარდგენის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1200 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: forward3@ktm-georgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი". გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru