www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რძე-მჟავა პროდუქტების ტექნოლოგი
მომწოდებელი: ჩვენი ფერმერი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 დეკემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ჩვენი ფერმერი" აცხადებს ვაკანსიას რძე-მჟავა პროდუქტების ტექნოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რძე-მჟავა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი;
** წარმოების პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
** მზა პროდუქტის ხარისხის, ვიზუალური მხარის შემოწმება და დეგუსტაცია;
** ახალი პროდუქციის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესის გაწერა მთავარ ტექნოლოგთან ერთად;
** საწარმოს ექსპერიმენტალურ კვლევებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. კერძოდ, რძის პროდუქტების განხრით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ინსტრუქციების გაცნობის დონეზე).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

გთხოვთ თქვენი СV გამოაგზავნოთ 2018 წლის 21 დეკემბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru