www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Rico International
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

"Rico International" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული აქტივობების შედგენა, ტურების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** რეესტრის წარმოება;
** სასტუმროებთან ურთიერთობა, დაჯავშნა, გაყიდვა;
** უცხოურ ტურ-ოპერატორებთან ურთიერთობა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პრეზენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც წერილობით, ისე ვერბალურად. დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS PowerPoint, MS Word, MS Excel, MS Outlook ცოდნა
** მსგავსი ტიპის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპანიის პარტნიორებთან თანამშრომლობა, მოთხოვნის შესაბამისად ტურების და მომსახურების შეთავაზება;

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირება;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: vacancy@ricocredit.com წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ტურ-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ტურისტულ კომპანიაში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ტურისტული კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru