www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 5 იანვარი

"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს მიზანი:

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში არსებული მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქტის მოძიება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და დეპარტამენტში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების ხელშეწყობა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
** უახლესი IT ტექნოლოგიების საფუძვლიანად ცოდნა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ღრმად ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** მოიძიოს და შეიძინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის საჭირო ინვენტარი და მასალები;
** მოამზადოს შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, შესაბამისი წესების დაცვით;
** უზრუნველყოს არსებული მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია შესყიდვების თაობაზე კოლეგებს;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოეპყრას მასალებს;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** იმუშაოს უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 5 იანვრამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru