www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შემდგომი რეაგირება;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ. მისამართზე: hr@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, 2018 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru