www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გიდის კურსები
მომწოდებელი: ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

გიდის შემსწავლელი კურსი.

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა. კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ.ჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

კურსი მოიცავს:

** გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
** ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
** გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
** გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
** გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
** სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
** ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
** ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
** გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
** გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
** ჯგუფის მართვის სპეციფიკა
** გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
** ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები
** ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
** ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლოგიური ასპექტები
** საქართველოს ტურისტული რესურსები
** კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
** ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
** სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე
** თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება.
** საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები
** პირველადი სამედიცინო დახმარება
** პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

პრაქტიკული კურსის პროგრამა: (დამატებით): გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი.

კურსის ღირებულება: მოკლე კურსი - 250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობაა 1,30 სთ.

მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში. წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/newgen.ge/

მის: ყაზბეგის 26. 1 კორპ. 1 სართ. (დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru