www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო დიპლომატი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

სასტუმრო "დიპლომატი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს სერვისების კოორდინირება.
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა
** სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა
** სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
** ოთახების ზუსტი სტატისტიკისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება და მიმოწერების წარმართვა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** დირექტორისა და მენეჯერის დავალებების შესრულება

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება  სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა აუცილებელია)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ენერგიული,  ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** კომუნიკაბელურობის და თავაზიანობის გრძნობის მქონე
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
** დამოუკიდებლად  და კოლექტივში მუშაობის უნარი.

პირობები:

** 24-საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ და 3 საათის დასვენების შესაძლებლობით.
** ხელფასი: 300 ლარი თვეში მოჭრილი +  % ბონუსი სასტუმროს ოთახების დატვირთვიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: lasha@europharmacy.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 555) 941246.

მისამართი: თბილისი, სოლოლაკი, ბოლო აღმართის ქუჩა 4.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru